შემდუღებელი

დაეუფლე ყველა ტიპის შედუღების მეთოდებს

იხილე ვრცლად

კალატოზი

ისწავლე მშენებლობა და აიშენე საკუთარი სახლი საკუთარი გემოვნებით

იხილე ვრცლად

დურგალი

დაეუფლე სადურგლო საქმიანობას და შექმენი ორიგინალური ნაკეთობები

იხილე ვრცლად

მძიმე ტექნიკის ოპერატორი

დაეუფლე მძიმე ტექნიკის მართვას და გახდი პროფესიონალი

იხილე ვრცლად

ელექტრიკოსი

დაეუფლე ელექტრიკოსის სპეციალობას...

ელექტრონული და ციფრული დიაგნოსტიკა

ელექტრონული და ციფრული ტექნიკის სპეციალისტი დღეისათვის საკმაოდ მოთხოვნადი სპეციალობაა

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ!

იხილე ვრცლად


პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის

ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ აგრძელებს პროექტს „პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის“.

პროექტი მოიცავს სამუშაოს მაძიებელ პირთათვის, პროფესიული უნარების განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, სოციალური ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობას.

მოკლევადიან პროგრამაზე რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით!

პროექტში ჩართული ბენეფიციარები, სრულიად უფასოდ გადამზადდებიან შემდეგი მიმართულებებზე;

  • ელექტრიკოსი;
  • შემდუღებელი;
  • ამზომველ-გეოდეზისტი;
  • ინტერნეტტექნოლოგი;
  • ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე;
  • საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი.

პროექტში დაშვების წინაპირობა:

  • პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქ. თბილისში;
  • პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მინიმუმ საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ფოტო სურათი (3x4);

პროგრამაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ როგორც საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“, ასევე ონლაინ რეჟიმში სახლიდან გაუსვლელად.

მოგვწერეთ: ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.; www.facebook.com/spectri;

ან დაგვიკავშირდით: 240 16 92; 240 16 87; 577 752 474; 577 900 448.

სიახლეები

ჩვენ ვიმყოფებით

დაგვიმეგობრდით

JoomShaper