შემდუღებელი

დაეუფლე ყველა ტიპის შედუღების მეთოდებს

იხილე ვრცლად

კალატოზი

ისწავლე მშენებლობა და აიშენე საკუთარი სახლი საკუთარი გემოვნებით

იხილე ვრცლად

დურგალი

დაეუფლე სადურგლო საქმიანობას და შექმენი ორიგინალური ნაკეთობები

იხილე ვრცლად

მძიმე ტექნიკის ოპერატორი

დაეუფლე მძიმე ტექნიკის მართვას და გახდი პროფესიონალი

იხილე ვრცლად

ელექტრიკოსი

დაეუფლე ელექტრიკოსის სპეციალობას...

ელექტრონული და ციფრული დიაგნოსტიკა

ელექტრონული და ციფრული ტექნიკის სპეციალისტი დღეისათვის საკმაოდ მოთხოვნადი სპეციალობაა

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ!

იხილე ვრცლად


ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ!

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აპლიკანტებისათვის რეგისტრაცია წარმოებს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო (სექტემბრიდან) და საგაზაფხულო (მარტიდან) მიღებაზე.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობა:

  • სახელმწიფო დაფინანსება;
  • დროის მოკლე მონაკვეთში პროფესიის შეძენა (გადამზადება);
  • თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა;
  • დასაქმების ხელშეწყობა.

სახელმწიფო დაფინანსება

სახელმწიფო დაფინანსება წარმოებს კოლეჯში არსებულ ყველა პროფესიულ პროგრამაზე (გარდა მოკლევადიანისა), სრულიად უფასოდ ისწავლის ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც გადალახავს ტესტირების მინიმალურ ზღვარს.

კოლეჯში მიღების წინაპირობა

პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ნებისმიერი ასაკისა და ხარისხის მქონე პირს, ვისაც გააჩნია სულ მცირე საბაზო განათლება.

მიღება ხდება ერთიანი პროფესიული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ერთიანი პროფესიული გამოცდების გარეშე, კოლეჯში დასაშვებია მხოლოდ შშმ/სსსმ სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა, რომელთაც უტარდებათ ინკლუზიური პროფესიული ტესტირება.

რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები:

ყველა აპლიკანტი, ვალდებულია კოლეჯის მიერ დადგენილ ვადებში წარადგინოს სავალდებულო საბუთები:.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ, როგორც კოლეჯში „სპექტრი“ და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია სახლიდან გაუსვლელად საიტზე: www.vet.emis.ge, როდესაც გეცოდინებათ რეგისტრაციის პერიოდი.

ტესტირების დრო და მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელსაც რეგისტრაციის შემდგომ მიიღებთ.

საბუთების შემოტანა შეგიძლიათ ყოველდღე 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა.

პროფესიული პროგრამები:

* ყველა პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით - უფასოდ!

ბიზნესის ადმინისტრირება (საკანცელარიო უნარების ტესტი, ტესტი მათემატიკაში)
  • ბუღალტერი
  • ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)
კომპიუტერინგი/ინფორმატიკა (საბაზო აკადემიური უნარების ტესტი, ტესტი უცხო ენაში)
  • კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი
  • ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია (მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი მათემატიკაში)
  • ელექტრიკოსი
  • ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი
მშენებლობა (მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი მათემატიკაში)
  • შემდუღებელი
  • კალატოზი
  • მეფილე-მომპირკეთებელი
  • მებათქაშე
  • მღებავი
  • ზეინკალ-სანტექნიკოსი (მოდულური)
  • თაბაშირმუყაოს სპეციალისტი
  • საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი
  • ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე
სატრანსპორტო (მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი მათემატიკაში)
  • სავალი ნაწილის ტექნიკოსი
  • ძრავის შემკეთებელი
  • ავტომობილის ზეინკალი
  • მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი)
გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება (მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი მათემატიკაში IV საფეხურზე რეგისტრაციის შემთხვევაში - საკითხები მესამე საფეხურზე გავლილი მასალიდან)
  • სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი (III, IV, V საფეხური)
  • გარემოს დაცვის ტექნიკოსი (III, IV, V საფეხური)
სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია (სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი ხელოვნებაში)
  • დურგალი
სახვითი ხელოვნება/დიზაინი (სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი ხელოვნებაში)
  • მძერწავი (არქიტექტურული დეტალების)
  • ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი
მეცნიერება / საბუნებისმეტყველომეცნიერებანი (სივრცითი უნარების ტესტი, ტესტი ხელოვნებაში)
  • ტოპოგრაფი

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ:

პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან. პროფესიული ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში - მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა - 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.

პროგრამაზე ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები:

• საკანცელარიო უნარების ტესტი.

• ტესტი მათემატიკა;

• საბაზო აკადემიური უნარების ტესტი;

• უცხოური ენები;

• მექანიკური და სივრცითი უნარების ტესტი;

• სივრცითი და გამოყენებითი ხელოვნება;

• სივრცითი უნარების ტესტი;

 

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ საკონტაქტო მონაცემები:

მის.: თბილისი 0168, ბ. ჭიჭინაძის ქ #10 (აფრიკის დასახლება)

კოლეჯთან მიმავალი მარშრუტები:

ავტობუსი:

        •  №2
          რ/ც სადგური - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მ-ნი - ვარაზის ხევი - მელიქიშვილის გამზირი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მ-ნი - პუშკინის ქ. - ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან დედოფლის გამზირი - მ/ს ,,სამგორი" - მოსკოვის გამზირი - ქინძმარაულის ქ. - გუმათჰესის ქ. - ჭიჭინაძის ქ. - ენუქიძის ქ.

სამარშრუტო:

        • №156 - ვარკეთილის მეტროდან;
        • №5 - სამგორის მეტროდან;
        • №169 - მეტრო დიდუბიდან;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

240 16 87

ან მოგვწერეთ: ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.

სიახლეების მისაღებად მოიწონეთ გვერდი:

www.facebook.com/spectri

 

სიახლეები

ჩვენ ვიმყოფებით

დაგვიმეგობრდით

JoomShaper