ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ!

იხილე ვრცლად

შემდუღებელი

დაეუფლე ყველა ტიპის შედუღების მეთოდებს

იხილე ვრცლად

კალატოზი

ისწავლე მშენებლობა და აიშენე საკუთარი სახლი საკუთარი გემოვნებით

იხილე ვრცლად

დურგალი

დაეუფლე სადურგლო საქმიანობას და შექმენი ორიგინალური ნაკეთობები

იხილე ვრცლად

მძიმე ტექნიკის ოპერატორი

დაეუფლე მძიმე ტექნიკის მართვას და გახდი პროფესიონალი

იხილე ვრცლად

ელექტრიკოსი

დაეუფლე ელექტრიკოსის სპეციალობას...

ელექტრონული და ციფრული დიაგნოსტიკა

ელექტრონული და ციფრული ტექნიკის სპეციალისტი დღეისათვის საკმაოდ მოთხოვნადი სპეციალობაა



პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის

ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ იწყებს პროექტს „პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის“.

პროექტი მოიცავს სამუშაოს მაძიებელ პირთათვის, პროფესიული უნარების განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, სოციალური ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობას.

მოკლევადიან პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2017 წლის 19 ივნისიდან 2017 წლის 25 ივლისის ჩათვლით

პროექტში ჩართული ბენეფიციარები, სრულიად უფასოდ გადამზადდებიან შემდეგი მიმართულებებზე:

  • „ამზომველ-გეოდეზისტი“;
  • „ელექტრიკოსი“
  • „შემდუღებლი“
  • „ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე“
  • „სანტექნიკოსი და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემის მემონტაჟე“
  • „საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი“

პროექტში დაშვების წინაპირობა:

  • პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქ. თბილისში;
  • პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი;
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - გასაუბრება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მინიმუმ საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ფოტო სურათი (3x4);

პროგრამაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ როგორც საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“, ასევე ონლაინ რეჟიმში სახლიდან გაუსვლელად:

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.spectri.org

მოგვწერეთ: www.facebook.com/spectri

ან დაგვიკავშირდით: 577 752 474; 577 900 448.

სიახლეები

ჩვენ ვიმყოფებით

დაგვიმეგობრდით

JoomShaper