შემდუღებელი

დაეუფლე ყველა ტიპის შედუღების მეთოდებს

იხილე ვრცლად

კალატოზი

ისწავლე მშენებლობა და აიშენე საკუთარი სახლი საკუთარი გემოვნებით

იხილე ვრცლად

დურგალი

დაეუფლე სადურგლო საქმიანობას და შექმენი ორიგინალური ნაკეთობები

იხილე ვრცლად

მძიმე ტექნიკის ოპერატორი

დაეუფლე მძიმე ტექნიკის მართვას და გახდი პროფესიონალი

იხილე ვრცლად

ელექტრიკოსი

დაეუფლე ელექტრიკოსის სპეციალობას...

ელექტრონული და ციფრული დიაგნოსტიკა

ელექტრონული და ციფრული ტექნიკის სპეციალისტი დღეისათვის საკმაოდ მოთხოვნადი სპეციალობაა

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ!

იხილე ვრცლად


ინკლუზიური განათლება

 

ინკლუზიური პროფესიული განათლება

2013 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ ჩართულია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივ პროექტში „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“.

ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და ასისტენტი ეხმარებიან სტუდენტებს შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე მასალის და გარემოს ადაპტირებაში, ესწრებიან შუალედურ და დასკვნით გამოცდებს და პერიოდულად მიყვებიან სტუდენტებს პრაქტიკის ობიექტებზე, ჩართულები არიან სტუდენტის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაში და სტუდენტთან ერთად განიხილავენ პროფესიულ თუ პიროვნულ წინსვლასა და მიღწეულ მიზნებს.

კოლეჯში შექმნილია ადაპტირებული გარემო ყველა სსსმ/შშმ სტუდენტისთვის. ყოველდღიურად ხორციელდება სტუდენტის შესახებ ინფრომაციის შეგროვება, სტუდენტის სასწავლო აქტივობებზე უშუალო დაკვირვება და მათი აქტიური ჩართვა, გამოცდების მოდიფიცირება მათი შესასძლებლობების მიხედვით, კომუნიკაციის, უნარ-ჩვევებისა და თვითშეფასების ასამაღლებლად მუშაობა.

სასწავლო და სამუშაო პროცესში მიღწეული შედეგები/წარმატებები:

  • სტუდენტებს და მასწავლებელებს მეგობრული დამოკიდებულება აქვთ სსსმ/შშმ სტუდენტების მიმართ;
  • კოლეჯმა პირობა შეუქმნა სსსმ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ კომპიუტერი, იმეცადინონ კოლეჯის ბაზაზე (ბიბლიოთეკა);
  • შექმნილია სასწავლო მასალების ელექტრონული ვერსია უსინათლო სტუდენტებისთვის სხვადასხვა საგანში;
  • კოლეჯის ადმინისტრაციამ შეუქმნა საცხოვრებელი პირობა ეტლით მოსარგებლე სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ რეგიონიდან სიარულს;
  • მიმდინარეობს სსსმ/შშმ სტუდენტების ჩართვა კოლეჯის მიერ განხორციელებულ აქტივობებში.

კოლეჯში გაიზარდა მოთხოვნა სსსმ/შშმ პირების მიერ სწავლაზე, 2013-2015 წლებში ჩაირიცხა 28 სსსმ/შშმ სტუდენტი, ამჟამად საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" პროფესიულ განათლებას ეუფლება 7 სტუდენტი. კოლეჯის ერთერთი წარმატებული სტუდენტი, დასაქმდა საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი" სტუდენტთა სერვისის კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც წარმატებულად და გულდასმით უძღვება მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს

სიახლეები

ჩვენ ვიმყოფებით

დაგვიმეგობრდით

JoomShaper